ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა 20. ამ დროისათვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან 48 კორონავირუსით ინფიცირებულია. ინფიცირებულთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 10 საშუალო სიმძიმის პაციენტია. ერთი მძიმე ავადმყოფი სამკურნალოდ გადაყვანილია სოჭის, დაგომისის საავადმყოფოში. ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ  აფხაზეთში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 536 ადამიანს, მათგან 158 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5-გარდაიცვალა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30828471.html #ახალი_ამბები #twitter