მაგრად იდექით!

0
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება - 2020 ბზობის დღესასწაულზე: "გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას, მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს, დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთი გვაძლევს ძალას, უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა, როცა ჩვენ ვხდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ეხლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით მივიღებთ, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი, გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განწმენდა! მაგრად იდექით, სხვები ლაპარაკობენ, უცხოეთში, ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო, სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ქართველი ადამიანი ძლიერია. გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა გაკურთხოთ. ჩვენთან არს ღმერთი! ❤️❤️❤️
0