სახლში დარჩენაზე საუკეთესო რამ ვირუსის წინააღმდეგ ჯერჯერობით მედიცინას გამოგონებული არ აქვს –

0
დღეს არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინი ვარგისიანობას ადასტურებს ან უარყოფს, -ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აშშ-ში მოღვაწე რეანიმატოლოგმა, ბექა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახლში დარჩენაზე საუკეთესო რამ ვირუსის წინააღმდეგ ჯერჯერობით მედიცინას გამოგონებული არ აქვს. „მიჩიგანის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც შეადარა 60 პაციენტის მკურნალობა. ამ პაციენტების ნახევართან ჰიდროქსიქლოროქინი გამოიყენებოდა, დანარჩენში კი მათი მკურნალობის კურსი იდენტური იყო. იმ 30 პაციენტის მდგომარეობა, რომლებმაც ჰიდროქსიქლოროქინი მიიღეს, უფრო დამძიმდა, ვიდრე მეორე საკონტროლო ჯგუფის პაციენტები. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინი ვარგისიანობას ადასტურებს არ უარყოფს, მაგრამ მისი გამოყენება ძალიან საფრთხილოა და ბევრი საავადმყოფო უარს ამბობს მის გამოყენებაზე, “ – აცხადებს ბექა ბახტაძე.
0