ქოქოსის კარაქი
785 Views
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 5 months ago

დღეს მინდა ჩემი ახალი აღმოჩენის შესახებ გიამბოთ და ვფიქრობ მარტო ქალბატონებისთვის არ იქნება ეს პოსტი რადგან მგონი ყველა თანხმდება იმ ფაქტზე რომ მამაკეცებმაც უნდა მოუარონ საკუთარ თავს????

ქოქოსის კარაქის გამოყენება როგორც სილამაზის ინდუსტიაში ასევე ჯანმრთელობის მხრივაც შეგიძლიათ.??

?ანტიბაქტერიული სახის ნიღაბი – კიდერ ერთი მარტივი რეცეპტი ანტიბაქტერიული და დამარბილებელი ეფექტით: კარგად შეზავებული ქოქოსის კარაქი და თაფლის ნიღაბი 15 წუთით წაისვით სახეზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

?სახის გასაპარსვა – ქოქოსის ზეთის გამოყენება მამაკაცებსაც თავისუფლად შეუძლიათ, მითუმეტეს, რომ ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო რბილი და კანისთვის სასარგებლოა, ვიდრე ქარხნული წარმოების საპარსი ქაფი.

? აკნესთან ბრძოლა – კანის გაღიზიანებისა და ანთებითი პროცესის ჩასაქრობად, გაწმენდის შემდეგ თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ზეთი, რომელიც ბაქტერიციდული თვისებებით ხასიათდება და სახეზე ერთგვარ დამცავ აპკს ქმნის.

? თავის კანის მოვლა – შეიძილეთ თმაში ქოქოსის ზეთი და დაიცავით თავის კანი ქერტლის გაჩენისგან!

? სტრესის მოხსნა – ქოქოსის ზეთი არომათერაპიის საუკეთესო საშუალებაა. დაიზილეთ საფეთქელი ან გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი ქოქოსის ზეთით და სწრაფად მოიხსნით სტრესს და დაღლილობას.

? მეტაბოლიზმის დაჩქარება – ნაჯერი ცხიმების წყალობით, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ღვიძლი კი, სწრაფად გარდაქმნის ენერგიად, ქოქოსის კარაქი საგრძნობლად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

? თმის დარბილება – ქოქოსის ზეთი თმის მზა კონდიციონერის საუკეთესო ნატურალური ალტერნატივაა, რადგან ზეთი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და მხოლოდ ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავებით არბილებს თმას. რეცეპტი თმის ნიღაბისთვის: კარგად შეზავებული ქოქოსის კარაქი და თაფლი, 40 წუთით გაიჩერეთ თმაზე და ჩამოიბანეთ შამპუნით. თმის მტვრევის თავის ასაცილებლად კი, შეიზილეთ ქოქოსის ზეთი ყოველი დაბანის წინ.

? თმის ფიქსირება – თუ ნესტიან ამინდში თქვენი თმა იხვევა, წაისვით თმაზე ქოქოსის ზეთი, რომელიც ერთგვარი აპკის ფუნქციას შეასრულებს და დაიცავს თმას დატენიანებისგან.

?ფერმკთალი კანის მოვლა – ქოქოსის ზეთი სწრაფად დაუბრუნებს სახეს ბზინვარებას და ჯანსაღ ფერს. აურიეთ ერთმანეთში ქოქოსის კარაქი და საკვები სოდა (სხვათაშორის, სოდა სახის კანის გამწმენდის საუკეთესო ნატურალური საშუალებაა) წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, მერე კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

#news #art #photo #beauty
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 5 months ago
16
Write a comment