კანზე ვგრძნობ, რას გრძნობენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, იმიტომ რომ შინაარსობლივად იქ ვარ
Pirveliradio Ge
კანზე ვგრძნობ, რას გრძნობენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, იმიტომ რომ შინაარსობლივად იქ ვარ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მისი მხარდამჭერებიც არიან, რადგან წარსულში თავადაც სწორედ ამ პარტიაში იყო.
"ნაციონალური მოძრაობა არის წამყვანი ოპოზიციური ძალა, რომლიდანაც მოვდივარ მეც და როცა გაერთიანებული ოპოზიცია მათთან ერთად გავაკეთე, შემთხვევით კი არ გავაკეთე, ღირებულებითი თანხვედრა მაქვს იმ ხალხთან, ვინც მხარს უჭერს მათ, რას გრძნობენ ის ვიცი, კანზე ვგრძნობ, მიხვდით? რას ფიქრობენ ის ვიცი, იმიტომ რომ შინაარსობლივად იქ ვარ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
http://pirveliradio.ge/?newsid=144686