მზად ვარ, ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი - წილოსანი

Pirveliradio Ge

მზად ვარ, პარტიის მხრიდან მსგავსი განცხადების შემთხვევაში, ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა გააკეთა. მისი თქმით, პარტიას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია და მმართველი გუნდი განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. „არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მზად ვარ, პარტიის მხრიდან მსგავსი განცხადების შემთხვევაში, ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეგიონთან და იმ ადამიანებთან ბმა, რომლებთანაც უკვე 2016 წლიდან ვარ დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა ამ წლებმა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენს ამომრჩეველთან იმისთვის, რომ ხელმეორედ წარვსდგე მათ წინაშე. რა თქმა უნდა, ვერ გიდასტურებთ რომ, ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატი. ამის შესახებ პარტია უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას. შესაბამისად, მე ვერც მაჟორიტარობასთან ვერც სიასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, მანამ სანამ პარტიის ოფიციალური განცხადება არ იქნება “,-განაცხადა ნინო წილოსანმა.