სტუდია Warner Bros. „ქალი საოცრების“ მესამე ნაწილზე მუშაობს
Tbilisi Daily
„ქალი საოცრების“ სიქველის პრემიერიდან რამდენიმე დღეში სტუდია Warner Bros.-მა ფილმის მესამე ნაწილზე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტუდიაში ადასტურებენ, რომ პროექტს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი გალ გადოტი და რეჟისორი პეტი ჯენკინსი დაუბრუნდებიან.
ფილმის პრემიერის თარიღი და სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.