შიდა ქართლიდან გაგზავნილი ნიმუშების პასუხს ველით - გიორგი ხოჯევანიშვილი

0
დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პირველი კოვიდ 19-ის მქონე პირთან შესაძლო კავშირში მყოფ ყველა პირს საკარანტინო ზონებში აკვირდებიან. შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, დამატებით აღებულია რამდენიმე ნიმუში და ამ ნიმუშების შედეგების შესაბამისად მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება. შეგახსენებთ, ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს Covid 19-ით ინფიცირება დღეს დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისის მცხოვრებია და ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
#შიდაქართლი
#გუბერნატორი
#კოვიდ19
Gori
0