დავით V- საქართველოს მეფე 1155 წელს სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო არის გაერთიანებული და ძლიერი. დავით აღმაშენებლის შემდეგ გამეფდა მისი მემკვირდე დემეტრე პირველი, რომელიც 1125-1156 წლებში მეფობდა. დემეტრე პირველს 1155 წელს აუჯანყდა თავისი უფროსი ვაჟი დავით V, დემეტრე პირველი იძულებული გახდა მეფობაზე უარი ეთქვა, ის ბერის სამოსით აღიჭურვა და ტახტი შვილს დაუთმო, დავით V-მ თავი მეფედ გამოაცხადა. მას საკმაოდ მრავალრიცხვოვანი მხარდამჭერი ჰყავდა და მის გადაწყვეტილებაზე ამანაც დიდი გავლენა იქონია.ხშირია ისიც, რომ მისი მეფობა ავიწყდებათ.იქიდან გამომდინარე, რომ მას არანაირი ძლიერი ნაბიჯები არ გადაუდგამს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ!
დავით აღმაშენებელის, დემეტრე პირველისა და დავით მეხუთის დროს საქართველო მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებდა, თუმცა როგორც წყაროები იუწყებიან, წინამორბედებისგან განსხვავებით დავით V-ს ბრძოლა არ უწარმოებია. მეფეს ქვეყნის შიგნით ისეთი სიტუაცია ჰქონდა, რომ საგარეო საქმეებისთვის არ ეცალა. ის ძირითადად პოზიციების გამყარებით და ძალაუფლების შენარჩუნებით იყო დაკავებული. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: "დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა". სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს - სუმბატ და ივანე ორბელებს. დავითის სიკვდილის შემდეგ ტახტზე დროებით დემეტრე პირველი ავიდა და 1156 წელს მეფედ აკურთხა თავისი მეორე ვაჟიშვილი გიორგი III, თამარ მეფის მამა.