ლაშა ჟვანია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში -
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
პირდაპირი გადაცემა იქნება და ყველა ტელევიზიას შეეძლება, რომ სიხშირე აიღოს კონკრეტული საერთაშორისო ტელევიზიით.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით არის შეზღუდვა საერო პირების ტაძარში შესვლასთან დაკავშირებით. მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში წირვა-ლოცვის ჩატარებას განსაზღვრავს სტატუს კვო, რომელზედაც შეთანხმებული არის ყველა რელიგიური დენომინაცია, წარმოდგენილი წმინდა მიწაზე. სტატუს კვოს თანახმად, განწერილი არის თითოეული წუთი და თითოეული ნაბიჯი დიდ შაბათს, ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს სტატუს კვო არ დაირღვევა.
ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ მას თბილისში იმ თვითმფრინავით ჩაიტანენ, რომელიც ასევე საქართველოში ქვეყნის 120 მოქალაქეს დააბრუნებს.