საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა.
ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 257 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფრომაცია ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
12 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ისგან ჯამში 67 პირი განიკურნა.
საკარანტინო რეჟიმში 4 872 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 453.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი