გრიგორი იავლინსკი: „დემოკრატიული რუსეთი შეუთავსებელია ნავალნის პოლიტიკასთან“

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა გრიგორი იავლინსკიმ ვრცელი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის. სტატიას, რომლის სათაურია „პუტინიზმისა და პოპულიზმის გარეშე“, ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს მერაბ მამარდაშვილის სიტყვები: „თუ ჩემი ხალხი გამსახურდიას გაყვება, წავალ ჩემი ხალხის წინააღმდეგ“. სტატიაში გრიგორი იავლინსკი გაკვრით ეხება ნავალნის დამოკიდებულებას საქართველოსადმი: „ნავალნის სურვილში, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის პოლიტიკაში თავისი იდეებითა და დღის წესრიგით,  პოზიტიური არაფერია. როდესაც 2009 წელს ნეონაცისტებმა მოსკოვის ცენტრში მოკლეს უფლებადამცველი სტანისლავ მარკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა, ნავალნიმ მოაწყო "რუსული ლაშქრობები", რამაც, ფაქტობრივად, ეთნიკური სიძულვილი გაღვივება და ამგვარი მკვლელობების წაქეზება გამოიწვია. ამგვარ ნაციონალისტურ ვექტორს ნავალნი არ მალავდა არც საქართველოსთან ომის დროს და არც დონბასის ომზე კომენტარის გაკეთებისას (მარტო მისი საუბარი სტრელკოვ-გირკინთან რად ღირს)“. იავლინსკის აზრით, არც თავად ნავალნის და არც მის გარემოცვას არ ანაღვლებს იმ მოქალაქეების სავალო ბედი, რომლებიც მათი მოწოდებით გამოდიან არასანქცირებულ მიტინგებზე და შემდე გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმეო. „(საკმარსია გავიხსენოთ დაკავე6ბისათვის ფულადი კომპენსაციის დაპირება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით. ისინი [ნავალნი და მისი გარემოცვა] შეგნებულად უჭერენ მხარს არასრულწლოვანთა დანაშაულებრივ გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ნავალნი, როგორც ერთადერთი ბელადი, ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ თავზე და ანადგურებს კოალიციის ნებისმიერ მონახაზს. ამიტომ, მხარი დაუჭიროს თუ არა ნავალნის როგორც პოლიტიკოსს, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ უნდა გვესმოდეს: დემოკრატიული რუსეთი, ადამიანის პატივისცემა, თავისუფლება, ცხოვრება შიშის გარეშე და რეპრესიების გარეშე შეუთავსებელია ნავალნის პოლიტიკასთან. ეს არსებითად განსხვავებული მიმართულებებია“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის ავტორი რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი გრიგორი იავლინსიკია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31090147.html #ახალი_ამბები #twitter