აშშ-ის ცნობით, ჩინეთი კორონა ვირუსის კვლევების ინფორმაციის დაჰაკვას ცდილობდა

Headline

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩინეთი კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევების მოპარვას ცდილობდა. მათ ასობით ამერიკული და უცხოური კომპანიები დაჰაკეს. ცნობილია, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილები მოქმედებდნენ, როგორც პირადი, ისე ჩინეთის უშიშროების სამინისტროს სარგებლისათვის. ჩინეთის მიმართ გამოცხადებული ბრალდებებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჩინეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ლიუ სიაომინგმა, ისინი უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა. მისი განცხადებით, ამგვარი ბრალდებები ჩინელ მეცნიერებსა და მათ მიღწევებს შეურაცხყოფს და მათ მსოფლიო აუცილებლად უნდა შეეწინააღმდეგოს. აშშ-ის ცნობით, სავარაუდო ეჭვმიტანილები, რომლებიც თანაკურსელები იყვნენ ელექტრო ინჟინერიის კოლეჯში, დაახლოებით 10 წელია ჰაკერულ საქმიანობაში არიან ჩართულები. მათ სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული ამერიკის, ავსტრალიის, ევროპის ქვეყნებისა და სამხრეთ კორეის კომპანიები. ისინი ,სავარაუდოდ, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებისაგან იპარავდნენ ინფორმაციას, რომლებიც სხვადასხვა ფარმაცევტულ და თავდაცვის ორგანიზაციებს ეკუთვნოდათ. გასულ თვეში ჩინეთმა ამერიკას ბრალი დასდო ბეიჯინგთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებაში, რომ ჩინელი ჰაკერები კორონა ვირუსის კვლევებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპარვას ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებებმა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაამწვავა. ეს ყველაფერი კი პანდემიის გავრცელების შემდგომ იღებს სათავეს, რომელიც გასულ წელს ჩინეთში დაიწყო და ამ დრომდე 600, 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წყარო: The Guardian სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #coronavirus #USA #China #კორონავირუსი #აშშ #ჩინეთი #ახალიამბები