ოფიციალური სტატისტიკით, წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. წლიური მაჩვენებელი ასეთივე იყო ოქტომბერშიც, თვის ინფლაციის დონე კი, 0.8%-ს შეადგენდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1% შეადგინა(ოქტომბერში 5.4%), ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8%-ით განისაზღვრა(ოქტომბერში 5%). ნოემბერში ფასები ყველაზე მეტად, 1.8%-ით გაიზარდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6%); რძე, ყველი და კვერცხი (4.7%); ზეთი და ცხიმი (4.1%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4%). წლის განმავლობაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები მომატებულია 6%-ით: ზეთი და ცხიმი (23.2%); ყავა, ჩაი და კაკაო (12.2%); თევზეული (9.1%); რძე, ყველი და კვერცხი (8%); პური და პურპროდუქტები (7.1%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7%). https://www.radiotavisupleba.ge/a/30981687.html #ახალი_ამბები #twitter