საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა და 257 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 453 პირი. შეგახსენებთ, რომ გამოჯანმრთელებულია 67 ადამიანი, 3 კი გარდაცვლილი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#პანდემია
#tbilisidaily
0