ქობულეთის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, დღეიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავე

0
ქობულეთის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უკვე მეორე დღეა მოქმედებს, დღეიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს, – ამის შესახებ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ გუშინ განაცხადა. მოძრავი ბაზრები ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გაკეთდება. აღნიშნული ღონისძიებისთვის მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტიც გამოყო. კარანტინში მოქცეულ სოფლებში უკვე დაიწყო მასობრივი თერმოსკრინინგი. გამოკვლევა უტარდება ყველა მოსახლეს, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი გამოუვლინდა ცხელების კლინიკაში გადაიყვანენ. , , პრაიმტაიმი“ საკარანტინო რეჟიმში მოქცეულ სოფლის მკვიდრს ნიგო ცეზარიშვილს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მობილური ბაზრის მეშვეობით საჭირო პროდუქციის შეძენას შეძლებს. , , რაც ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა ჩაიკეტა რამდენიმე სოფელი, მათ შორის სოფელი , , ლეღვა“ სადაც ვცხოვრობ. საკარანტინე რეჟიმის გამკაცრებამდეც ბოლო ერთი თვეა, რაც სოფლიდან არ გავსულვარ, ვერიდებოდი შიდა გადაადგილებასაც. ვფიქრობ, რომ ასე ბევრად დაცული ვარ, ამ შემთხვევაში არც სხვას არ ასნებოვნებ. ვფიქრობ რომ აუცილებელიც იყო ზომების გამკაცრება. სოფლის შესასვლელში მოწყობილია ბლოკპოსტი და ყველას ამოწმებენ ვინც ტერიტორიაზე გადაადგილდება“- გვიყვება ნიგო ცეზარიშვილი. ​ ის ასევე პრობლემებზეც საუბრობს, რაც პანდემიიდან გამოწვეულმა ვითარებამ შექმნა. აღნიშნულ სოფლებში ოზურგეთთან დამაკავშირებელი გზა გადის, შეზღუდვის შემდეგ კი მგზავრებს ავტომობილით გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ, ასევე პრობლემა იმ პირებსაც შეექმნათ, რომლებიც ყოველდღიურად სოფლიდან ქალაქში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის გადაადგილდებიან. , , მოხარულები ვართ რომ სოფლები ჩაიკეტა. ამას უფრო ადრეც ვითხოვდით. 14 დღე ვიქნებით ჩაკეტილები და ყველა მოსახლეს შეამოწმებენ თერმოსკრინინგზე. უკვე დადიან მოსახლეობასთნ და იკვლევენ აქვთ თუ არა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. უბრალოდ პატარა პრობლემა შეიქმნა გადაადგილებასთნ დაკავშირებით, ისინი ვინც ყოველდღიურად ტაქსით ან საკუთარი ავტომობილით სამსახურიდან სახლში ბრუნდება, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთამდე მოიყვანს ავტომობილი, დანიშნულების ადგილამდე კი ფეხით უწევს რამდენიმე სოფლის გამოვლა. მთავარია ყველაფერი მალე დასრულდეს, ჩვენი, ნებისმიერი მოქალაქეს მოვალეობაა მკაცრად დავიცვათ წესები, “ – განგვიცხადა ნიგო ცეზარიშვილმა. გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში სპეციალური რეჟიმი შემუშავდა და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 257 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.
0