სოფელი ხიდისყური, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა ჩაიკეტა

0
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური (გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელი) სადაც გუშინ ახალი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა ჩაკეტილია. იქ შესვლა გამოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი აკრძალულია. ჯერ უცნობია ოჯახის სხვა წევრების დიაგნოზი. თუმცა ისინი უკვე კარანტინში გადაიყვანეს. ადგილზე ყვებიან, რომ თვითიზოლაციის მითითება მიეცა პაციენტის მეზობლებსაც მიეცა, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო. ამ დრომდე დაკეტილია ის ქსელური მაღაზიაც, რომელშიც ცნობილია რომ დაავადებული ქალბატონი ვაჭრობდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 257 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.
0