დე-დაქტო სამხრეთ ოსეთში Covid19-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
Gori Daily
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი, 61 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ტესტი 206-მა ადამიანმა ჩაიტარა, საიდანაც დადებითი პასუხი 61-მა მოქალაქემ მიიღო.
ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1046-ს აღწევს, აქედან სამედიცინო დაწესებულებაში 228 პაციენტი მკურნალობს, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანილია 189 პაციენტი.
15 სექტემბრიდან დღემდე გამოჯანმრთელდა
134 ადამიანი. საერთო ჯამში, პანდემიის დროს, 14 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2020 წლის 15 სექტემბერს რუსეთის რესპუბლიკასთან მიმოსვლა აღდგა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#ოკუპაცია
#კორონავირუსი
#დეფაქტო
#goridaily
წყარო: qartli.ge