ქუთაისის ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა. კლინიკის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ტესტზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა და ის კორონა ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა.
პაციენტი სამედიცინო პერსონალმა ტაშით გააცილა.
#news
#Covid19