კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ის მარნეულის კლასტერიდან არის. მისივე თქმით, ახალი ინიფიცერებულებიდან უმეტესი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურში მოთავსებულია 2 ძალიან მძიმე პაციენტი. ერთთან სტაბილიზაცია შეინიშება, მეორესთან კი ეს ვერ ხდება. „გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. 252 იყო და ახლა არის 266. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი, აქედან 45 ჩვენია. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ეს ვერ ხდება, დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არც ერთი კრიტიკული და მათთან დაიწყება გამოჯანმრთელება. ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენია, ეს არის მარნეულის კლასტერი. დანარჩენი ამ 14-დან ძირითადად როგორც ჩემთვის ცნობილია, რეგიონებია. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევაა, დანარჩენი არის რეგიონში. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთიც არის”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ინფიცირებული
#მარინაეზუგბაია
#tbilisidaily
0