http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141282
20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. საქალაქო სასამართლოში პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლო სამართლებრივ საფუძველზე დაყრდობით მიიღებს გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, პროკურატურას არ აქვს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები.
რაც შეეხება სხდომას, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბრალდებული პროცესს არ დაესწრება. უფლებადამცველისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ჩაერთვება თუ არა პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილი დისტანციურად.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლებას აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.