"ბავშვი შიშველი იწვა საწოლში და ზემოდან აწვა ბაბუამისის ძმა…”

Tbilisi Daily

გა­სულ თვე­ში გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სას­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა 58 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ძმის შვი­ლიშ­ვი­ლის, 5 წლის ბავ­შვის მი­მართ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ. შემ­ზა­რა­ვი ინ­ცი­დენ­ტი 2019 წლის 5 ივ­ნისს კა­ხეთ­ში მოხ­და. ბავ­შვმა მშობ­ლებს უამ­ბო, რომ სა­კუ­თა­რი ბა­ბუ­ის ძმამ მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სცა­და, თან და­ე­მუქ­რა, თუ ამის შე­სა­ხებ ვინ­მეს მო­უყ­ვე­ბო­და, მოკ­ლავ­და. ბავ­შის ოჯახ­მა მა­შინ­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბი­ძაშ­ვი­ლიც, 6 წლის ბავ­შვიც, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და ძა­ლა­დო­ბის პრო­ცესს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ნა­რე­ობ­და. პრო­ცე­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი პან­დე­მი­ის გამო დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ სა­სამ­რთლო დარ­ბაზ­ში გა­მო­ა­ცხა­და, სა­დაც ორი­ვე მხა­რე იმ­ყო­ფე­ბო­და.ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობ­და, ერთი თვით ადრე, ბრალ­დე­ბულს 9-თვი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვადა ამო­წუ­რა, რის გა­მოც იგი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც უწყე­ბა გან­მარ­ტავ­და, რომ ბრალ­დე­ბის მხრეს სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა დას­ტურ­დე­ბო­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შის ბა­ბუა AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ი­მი­სოდ, რომ დამ­ნა­შა­ვე სა­თა­ნა­დოდ და­ე­სა­ჯათ. "ჩვენ ჩა­მო­ვე­დით კა­ხე­თი­დან და რამ­დნე­ი­მე დღეა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან ვსხედ­ვართ. აქე­დან ფეხს არ მო­ვიც­ვლით, ვიდ­რე ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, ვიდ­რე არ დას­ჯი­ან სა­თა­ნა­დოდ ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­მარ­ცხვე­ნელს. ბავ­შვს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­უნ­გრია, მო­მა­ვა­ლი მო­უს­პო. ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩით სა­სამ­რთლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ზუს­ტად აღ­წე­რა, თუ რო­გორ იძა­ლა­და მას­ზე ამ არა­ა­და­მი­ან­მა. იგი­ვე აღ­წე­რა ზუს­ტად ფაქ­ტის კი­დევ ერ­თმა შემ­სწრემ. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ჩვე­ნე­ბა­ში თქვა, თუ რო­გორ შე­ხე­და სა­კუ­თა­რი თვა­ლით შემ­დეგ სცე­ნას: კაც­მა ბავ­შვი ახუ­ტე­ბუ­ლი შე­იყ­ვა­ნა სახ­ლის ერთ-ერთ ოთახ­ში, სა­დაც ბი­ძაშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვი შიშ­ვე­ლი იწვა ლო­გინ­ში და ზე­მო­დან აწვა ბა­ბუ­ა­მი­სის ძმა. ეს არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა? მო­წი­ნა­აღ­მდგე მხა­რე იმას გა­ი­ძა­ხის ექ­სპერ­ტი­ზას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კვა­ლი არ და­უდ­გე­ნი­აო. ჩვენ გვი­თხრეს, რომ ზუს­ტად რო­დის მოხ­და ეს ფაქ­ტი არ იცი­ან, ამი­ტომ შე­საძ­ლოა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი გაქმრა­ლი­ყო ამ პე­რი­ოდ­ში. რად­გან ბო­ლომ­დე ვერ მი­იყ­ვა­ნა მისი საქ­მე, დამ­ნა­შა­ვე არ უნდა და­ი­სა­ჯოს?! რაც ეს კაცი გა­მო­უშ­ვეს და სახ­ლში დაბ­რუნ­და, ჩემს შვი­ლიშ­ვილს და მოწ­მე ბავ­შვს გა­რეთ გა­მოს­ვლა ეში­ნი­ათ სახ­ლი­დან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა სტრეს­ში არი­ან ბავ­შვე­ბი. ცხოვ­რე­ბა და­უ­მა­ხინ­ჯეს ბავ­შვს" - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბა­ბუა. 58 წლის მა­მა­კა­ცის ად­ვო­კა­ტი, ლე­ვან ზაქ­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლომ გა­ბე­დუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე ბოლო დროს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია, რომ მომ­ჩი­ვა­ნი აპ­რი­ო­რი მარ­თა­ლია, მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კაა. "სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო ვაჟ­კა­ცუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა ტენ­დენ­ცი­აა ისე­თი, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­თლაც სი­მა­მა­ცეს და სა­ო­ცარ ობი­ექ­ტუ­რო­ბას მო­ი­თხოვს. სა­სა­მარ­თლოს ძა­ლი­ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად გა­ა­მარ­თლა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, რად­გან მას არა­ფე­რი ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. ახლა წე­სით პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახსვის გამო უნდა მო­ე­და­ვოს მათ. ბრალ­დე­ბა იყოს სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ჩვენ ვხე­დავ­დით დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებს, თუ რო­გორ აი­ძუ­ლებ­და დედა სა­კუ­თარ შვილს მი­ე­ცა ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რაც მას სურ­და. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში წე­რია, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა მე­ო­რე სარ­თულ­ზე აიყ­ვა­ნა ბავ­შვი და იქ აი­წყო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, მა­შინ რო­დე­საც სახ­ლი არის ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი. ამას­თან, იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მუ­შა­ობ­და კერ­ძო სა­მუ­შა­ო­ზე თა­ვის შვილ­თან და თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად. გა­დი­ო­და სახ­ლი­დან დი­ლის 4 სა­ათ­ზე და გვი­ან დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბო­და. ამ ფაქ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი თურ­ქეთ­ში იყო წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და მისი ახალ­გაზ­რდა რძა­ლი ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­დნენ სახ­ლში. მის­მა რძალ­მა მა­მა­თი­ლი სა­უ­კე­თე­სოდ და­ა­ხა­სი­ა­თა და თქვა, რომ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თვის სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შუ­ნიშ­ნავს. ამ ოჯა­ხებს შო­რის წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა. ამ კაცს მის­მა რძალ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბე­ბი­ამ, სახ­ლის შე­სას­ვლე­ლი ჩა­უ­კე­ტა და ყვე­ლა ამ ბავ­შვის ოჯახს ამ­ტყუ­ნებ­და ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ყვე­ლა სა­კე­თე­სოდ ახა­სი­ა­თებს, რო­გორც პა­ტი­ო­სან და მშრო­მელ ადა­მი­ანს" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.ლე­ვან ზაქ­რა­ძის თქმით, ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის და მისი ბი­ძაშ­ვი­ლის, 6 წლის ბავ­შვის ჩვე­ნე­ბი იყო, რო­მე­ლიც არ იყო საკ­მა­რი­სი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მი­სა­ღე­ბად, "რო­დე­საც დავ­კი­თხეთ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, და­ზა­რალ­ბუ­ლი და მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, მათ ურ­თერ­თსა­წი­ნა­არმ­დე­გო ჩვე­ნე­ბი მის­ცეს. ამ ბავ­შვს სჭირ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა , თა­ნაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ფსი­ქო­ლო­გი. მო­იწ­ვი­ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ქალი, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი იყო თუ ვინ იყო, სა­ერ­თოდ არა­ვინ იცის, რად­გან მას არ წარ­მო­უდ­გე­ნია არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია, და­კი­თხვე­ბის დროს, ბავ­შვმა თა­ვი­სი ასა­კი ვერ და­ა­სა­ხე­ლა, დედა გვერ­დით ედგა ბავ­შვს და აშ­კა­რად ანიშ­ნებ­და, თუ რა უნდა ეთ­ქვა. დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი წარ­მო­ად­გი­ნეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მოწ­მე ბავ­შვს, რო­მე­ლიც ვი­თომ­და შე­ეს­წრო ამ ფაქტს, თა­ვის დრო­ზე სკო­ლა­ში არ მი­ი­ღეს გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის გამო. ამ მოწ­მემ მის­ცა სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა, რომ თით­ქოს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ძა­ლით, ტი­რილ-ტი­რი­ლით აიყ­ვა­ნა ოთახ­ში გო­გო­ნა და მან და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვი შიშ­ვე­ლი იწვა სა­წოლ­ზე და ბა­ბუ­ა­მი­სის ძმა ზე­მო­დან აწვა. ეს რა თქმა უნდა, მათი შე­თხზუ­ლი და მო­გო­ნი­ლი იყო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ბავ­შვს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ბავ­შვი ჩვე­ნე­ბა­ში წერს, რომ მას­თან ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი შეღ­წე­ვით და­ამ­ყა­რა კავ­ში­რი, რაც ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა და არ და­დას­ტურ­და. „ - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ზაქ­რა­ძე.