მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 114 000-ს გადააჭარბა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141285 ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 114 253-ს მიაღწია. ვირუსს ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა (22 115). მეორე ადგილზეა იტალია(19 209), მესამე ადგილზე კი ესპანეთი (17 209). ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 853 357 ადამიანი დაინფიცირდა, 423 692 კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
0