ეზუგბაია: ინფექციურში კვლავ რჩება ორი ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი

0
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კვლავ რჩება ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, ერთთან დასტაბილურების ნიშნებია, მეორესთან კი ჯერჯერობით - არა. "დანარჩენი მძიმე პაციენტების შემთხვევაში, დაავადება არ პროგრესირებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ, ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება; არ გახდება არცერთი კრიტიკული და მათთანაც დროულად დაიწყება გამოჯანმრთელება, " - ამბობს ეზუგბაია. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ეზუგბაია ამბობს, რომ, ძირითადად, რეგიონებიდან არის. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული, აქიდან 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0