დაინტერესებულ პირებსა და მონიტორებს დისტანციურ სასამართლო სხდომებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ — NGO-ები

ByOn.geGeorgia
0
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს, რომ დაინტერესებულ პირებსა და სასამართლო მონიტორებს დისტანციურად მიმდინარე სასამართლო პროცესებში ჩართვის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მათი განმარტებით, სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. "სასამართლო პროცესის საჯარო ხასიათი მხარეებს იცავს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების დახურულ რეჟიმში განხორციელებისგან", — აცხადებს კოალიცია.
#news
#politics
#Coronavirus
#Covid19
ByOn.geGeorgia
0