თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

0
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 ნიმუშიდან ერთ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. „კლინიკაში ამჟამად 41 პაციენტი იმყოფება. გუშინ 24 კვლევა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან ერთს დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. ეს არის ჩვენი ყოფილი პაციენტის დედა, ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. მისი ანამნეზი დატვირთულია იმით, რომ მის შვილსაც დაუდასტურდა კოვიდ-19. დანარჩენი პაციენტებიის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მისიც მათ შორის. დანარჩენ პაციენტებს დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 266-ს შეადგენს, აქედან 67 გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0