მარკეტში “ემ ჯი” მოსახლეობას დღეიდან უფასო პურის მიღება შეეძლება. აქციის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია , , მომავლის ფონდია" და ის შეჭირვებულ ქუთაისლებზეა გათვლილი :
“დაპირებისამებრ, ჩვენ ვაგრძელებთ და ვაფართოვებთ მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისათვის უფასო პურის მიწოდების პროგრამას. დაგვემატა მეორე ლოკაციაც.
გასული ერთი კვირის განმავლობაში სუპერმარკეტ “დინმარტში” უკვე შევძელით რამდენიმე ასეული ადამიანისათვის ყოველდღიურად უფასოდ მიგვეწოდებინა პური.
მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება ამ ყველასათვის მძიმე პერიოდში ერთად ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.
“მომავლის ფონდი” მადლობას უხდის კომპანია “ემ ჯი”-ს და ყველა მის პარტნიორს პროექტში მონაწილეობისთვის, ”-აცხადებენ ფონდში.
შეგახსენებთ, რომ მაღაზია , , ემჯი" ჭავჭავაძის# 31-ში მდებარეობს
#უფასოპური
#მომავლისფონდი
#kutaisidailyy