არავინ უარყოფს, შეზღუდვების უფრო ადრე დაწესება ადამიანებს გადაარჩენდა - ენტონი ფაუჩი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141287 აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ადრეულ ეტაპზე სოციალური დისტანცირების წესის შემოღებას წინააღმდეგობა მოჰყვა. CNN-ის ეთერში წამყვანის კითხვას, იქნებოდა თუ არა თავიდან აცილებული გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის რეჟიმი მარტის ნაცვლად თებერვალში ყოფილიყო დაწესებული, ენტონი ფაუჩიმ უპასუხა: „ლოგიკურია იმის თქმა, შეზღუდვები ადრე რომ ყოფილიყო დაწესებული, ეს მსხვერპლს შეამცირებდა. არავინ უარყოფს ამას. თავიდანვე ყველაფერი რომ დაგვეხურა, სიტუაცია ცოტათი განსხვავებული იქნებოდა. თუმცა, ყველაფრის დახურვის გადაწყვეტილებას ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ჩვენ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომელსაც ხელისუფლება ზოგჯერ ითვალისწინებს, ზოგჯერ კი არა“.
0