რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას ეკონომიკური აქტივობა იმისთვის, რომ ადამიანები უბრალოდ გადარჩნენ
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142772
რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას ეკონომიკური აქტივობა იმისთვის, რომ ადამიანები უბრალოდ გადარჩნენ - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას ეკონომიკური აქტივობა იმისთვის, რომ ადამიანები უბრალოდ გადარჩნენ. შეზღუდვები, რომლებიც ახლა იხსნება, ჩემთვის დღემდე გაუგებარია რა ფუნქციებს ასრულებდა ქალაქებს შორის მიმოსვლის აკრძალვა და კომენდანტის საათი, რომელიც რჩება ძალაში, ყველასთვის გაუგებარია რა ფუნქციას ასრულებს პანდემიის კონტროლის თვალსაზრისით. გამოკეტა პარლამენტი ხელისუფლებამ იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ პარლამენტში მიმდინარეობდეს განხილვა მაგალითად, ანტიკრიზისული გეგმის, ან პროგრამის, ან ხელისუფლების სხვა ნაბიჯების იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრ ხარვეზს გამოავლენს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.