ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესი ქობულეთის კლასტერია -ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141291 ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესი ქობულეთის კლასტერია, აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს. მისივე განმარტებით, ერთი დაინფიცირებული პირი, მათთან არის ცენტრში განთავსბული და ეს შემთხვევა ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება. „14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა და სამი გარდაიცვალა.
0