შიდა ქართლში კორონა ვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

0
დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემის სოფელ ხიდისყურში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალის მეზობელი და ნათესავია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრში ადასტურებენ. გუშინ სოფელ გომში COVID 19 ერთ პირს დაუდგინდა. ის ოჯახთან ერთად აგარაკზე გომში იმყოფებოდა. სულ შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში ცხრა ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან, კორონა ვირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა.
#ხაშური
#გომი
#კორონავირუსი
#კლასტერი
Borjomi
0