სახალისო ამბავი მღვდელზე, რომელიც ილუზიონისტად მუშაობდა და მიტროპოლიტი შოკში ჩააგდო

0
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში მეგობრის მონათხრობ სახალისო ისტორიაზე წერს. ამბავი ეხება მღვდელს, რომელიც საერო ცხოვრებაში ილუზიონისტად მუშაობდა. „ბავშვობაში რა ეკლესიაშიც დავდიოდი ერთი მღვდელი იყო იქ, მამა ათანასე. გადასარევი ადამიანი, გულთბილი, კეთილი, მაგრამ ბოლოს რაღაც პრობლემები შეექმნა. – რა მოხდა? – რა მოხდა და ასეთი ამბავია რო მამა ათანასე კი მღვდელი იყო, მაგრამ ახალგაზრდობაში, სანამ წოდებას მიიღებდა, ილუზიონისტად (ფოკუსნიკად) მუშაობდა. ჰოდა რაღაცა ჩვევები ვერ მოიშალა რა. აი მაგალითად, ბავშვს რომ ნათლავდა, სანამ წყალში ჩაუშვებდა რაღაც ასეთს ამბობდა: „ყველა მინდა დარწმუნდეს, რომ თქვენ ახლა ხედავთ ჩვეულებრივ, არაქრისტიან ბავშვს. ხომ ყველა დარწმუნებულია? შეგიძლიათ ახლოდან ნახოთ. კარგი. მაშ ასე. ჩავუშვით წყალში ერთხელ, ჩავუშვით წყალში ორჯერ, ჩავუშვით წყალში სამჯერ დააა ჰოოპ! ქრისტიანი ბავშვი“. ეხლა ეგ ხო უკვე საკმარისია, მარა კიდე ის მოხდა რომ ერთხელ აღდგომაზე მიტროპოლიტი გვეწვია ეკლესიაში და მამა ათანასეს კვერცხი გაუტეხა, ამან კიდე ხელი გადაატარა, ალე ოპ, გაამთელა ისევ და მოდი კიდე ერთხელო. გაშეშდა მიტროპოლიტი. გაუვარდა თავისი კვერცხი ხელიდან, დაეცა ძირს, დაიმსხვრა და იქიდან კიდე თეთრი ჩიტი ამოფრინდა. უყურებს მამა ათანასე, იღიმის და ქრისტე აღსდგა თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავო. განკვეთეს მოკლედ“.
0