თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი 9 პირი - ვაჟა სირაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე,მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი. ვაჟა სირაძემმედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ ადგილზე არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება. ''ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებულიპირი. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება შეიარაღებას ამ ეტაპზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ გეტყვით. მინდა მედიასაშუალებებს ვთხოვო,შეწყვიტოთ პირდაპირი ჩართვა, რადგან საფრთხეს უქმნის სამართალდამცველების და მოქალაქეების უსაფრთხოებას. ინფორმაცია, რომელიც არ არის დაზუსტებული არ გაავრცელოთ'' - განაცხადა ვაჟა სირაძემ.