Მაიკლ ჯორდანი: ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ

Tbilisi Daily

NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველა ადამიანის ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გმობს რასიზმს და ძალადობას ფერადკანიანებზე. უკვე საკმარისია! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს კანონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“,“-წერს ლეგენდარული კალათბურთელი Twitter-ის გვერდზე. მასშტაბური საპროტესტო აქციები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. news მაიკლჯორდანი აშშ პროტესტი