სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

On.ge

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. პოსტებიდან თავდაცვის ძალები მოიხსნებიან. #news #politics https://on.ge/story/55951-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90