ბილ გეითსი, ილონ მასკი, ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ
Tbilisi Daily
ბილ გეითსი, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, კიბერთავდასხმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მათ ანგარიშებზე განხორციელდა, სადაც კრიპტოვალუტის გადარიცხვას მოითხოვდნენ.
ჰაკერებმა ბილ გეითსის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის „ტვიტი“ გამოაქვეყნეს – „მიგზავნით 1000$, გიგზავნით 2000-ს“.
შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, „ტვიტერმა“ მრავალი ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიში დროებით შეზღუდა და მათ მფლობელებს სისტემაში შესაცვლელად კოდური სიტყვების შეცვლა მოსთხოვა.