ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღება 6 ივლისიდან ნაწილობრივ განახლდება

Tbilisi Daily

6 ივლისიდან ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ნაწილობრივ განახლდება მოქალაქეთა მიღება საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მოქალაქეთა მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით შემდეგი ვებგვერდის საშუალებით – www.geoconsul.gov.ge. ვ„იზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: • გენერალურ საკონსულოში გამოცხადებისას მოქალაქე ვალდებულია, ატაროს დამცავი პირბადე. • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან). • მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან. •​ მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა, გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით. •​ მოქალაქე ვალდებულია, საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება. • მოქალაქე ვალდებულია, მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას. • მოქალაქე ვალდებულია, თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა“, – ნათქვამია ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო​ს ინფორმაციაში