ხელვაჩაურის მერი ბოდიშს იხდის

Batumi Daily

ონლაინგამოცემა "ბათუმელებმა" აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე გამომცემლობის ჟურნალისტს აგინებს. ამის თაობაზე მუციპილატიტეტის მერმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა: " გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, ,,ბათუმელების” ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს. ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო." - ნათქვამია მერის განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #ახალიამბებიაჭარაში #აჭარა #ბათუმი #ხელვაჩაურისმუნიციპალიტეტი