საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. PCR ტესტის პასუხი, რომელიც გიორგი გახარიამ ჩაიტარა, უარყოფითია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.