კარანტინი სოციალური დაცვის დეპარტამენტში
Sokhumi Daily
ქალაქ სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ ხელი მოაწერა ბრძანებას ქალაქის ადმინისტრაციის სოციალური დაცვის დეპარტამენტში შემზღუდავი ზომების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია.
კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, სოციალური დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები თავისუფლდებიან სამუშაო ადგილზე ყოფნის ვალდებულებისაგან, 2020 წლის 12 - დან 26 ოქტომბრამდე, რათა მოხდეს ინფიცირების გავრცელების პრევენცია.
ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქში ასევე შეჩერდება მოქალაქეთა პირადი მიღება სოციალური დაცვის დეპარტამენტში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა