აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 57 პირს დაუდასტურდა

Sokhumi Daily

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა 248 პირს ჩაუტარდა და მათგან 57-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 127 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 19 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1716 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 621 პირი, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა #კორონა #covid19_ #აფხაზეთიებრძვისკორონას #აფხაზეთისამაჩაბლო #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #პაციენტი #გუდაუთა #საავადმყოფო