„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება
Pirveliradio Ge
„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე პარტიები თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის ბოლო ორ კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ.
ოპოზიციის საკონსულტაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. ხმების დაცვის მექანიზმის შემუშავებაა. მათი თქმით, როცა ოპოზიციური პარტიები ამ მექანიზმზე შეთანხმდებიან, ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას ვეღარ შეძლებს.