ტესტირების ძალიან ვიწრო ჯგუფებზეა ორიენტირებული მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო-ჩიხლაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142398
ტესტირების ძალიან ვიწრო ჯგუფებზეა ორიენტირებული მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო-აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში სერგო ჩიხლაძე. მისი აზრით, აუცილებელია მიზნობრივი ჯგუფების გაზრდა და საზოგადოების მასობრივი ტესტირების დაწყება.
"გაკეთებული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ვიწრო ჯგუფებზეა ორიენტირებული მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. თუნდაც საკუთარი, პირველ აპრილს მიღებული ტესტირებისა და პროტოკოლის ალგორითმის მიხედვითაც კი მეტი ადამიანია დასატესტი. ამასაც კი არ მისდევს მთავრობა, რაც ბევრ კითხვას აჩენს",-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.