წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ გაფართოვდეს  - გამყრელიძე 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ დაწესდეს, რათა პანდემიამ მოქალაქეები ნაკლებად დააზიანოს. ამირან გამყრელიძის თქმითმთავრი სამკუთხედია: შეზღუდვები, მართვა და პრევენცია. ''ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთის მხრივ სახელმწიფომ, ჩვენ ექიმებმა დამეორეს მხრივსაზოგადოებამ, რომგარკვეული შემზღუდველი ღონისძიებებით, რასაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს დავიცვათ. წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ გაფართოვდეს და მეორე მხრივ აუცილებელია მართვადა პრევენცია. ამ მთავარი სამკუთხედით ვმართოთ პანდემიაისე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.