გურჯაანში მსუბუქი ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
Tbilisi Daily
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კახეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსუბუქი ავტომობილიდან ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, მანქანაში მყოფი 4 პირი კი, გურჯაანის პოლიცის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, არცერთ მათგანს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.