აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შსს-ს ინფორმაციით, თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.
'ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია'-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.