„სორცხვილია"-ს აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ დააჯარიმა 1000 ლარით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოძრაობა „სირცხვილია"-ს ინფორმაციით, მოძრაობის აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მეშველიანმა დააჯარიმა 1000 ლარით. მაჭავარიანი გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის დროს დააკავეს.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ლექსო მაჭავარიანის დაკავებამდე განმარტა, რომ აქციაზე არ შეიძლება, ადვილად აალებადი ნივთის შეტანა. ასეთად მან შეშა მიიჩნია.
9 ნოემბერს, ასევე, დააკავეს „სირცხვილია"-ს ორი აქტივისტი ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30940949.html
#ახალი_ამბები
#twitter