დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი აცრა გაკეთდა
Pirveliradio Ge
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემქნილი პირველი ვაქცინა 90 წლის ბრიტანელ მარგარეტ ქენანს გაუკეთეს. ინფორმაციას „ბიბისის“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, თავდაპირველად ვაქცინას 80 წელს გადაცილებული ადამიანები, ექიმები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები და იქ მომუშავე ადამიანები მიიღებენ. ამის შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა ასაკი ყოველკვირეულად დაიწევს.
ვაქცინაცია 800 000 დოზით დაიწყება. ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.