კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან მესამედი თბილისიდანაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან მესამედზე მეტი თბილისიდანაა. რამდენიმე ათეულ შემთხვევებს არ სცდება რეგიონებში ინფიცირების მაჩვენებელი.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
თბილისი - 107,
აჭარა - 18,
იმერეთი - 44,
ქვემო ქართლი - 13,
შიდა ქართლი - 19,
გურია - 21,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32,
კახეთი - 26,
მცხეთა-მთიანეთი - 6,
სამცხე-ჯავახეთი - 12,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი. ამავე პერიოდში 1 311-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 253 816 შემთხვევა. მათგან 243 396 გამოჯანმრთელების, გარდაცვლების კი 3 071 შემთხვევა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31067340.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები