საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Pirveliradio Ge

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:47 საათზე, მიწისძვრა კახეთში, ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.